მედია ანონსი
22 დეკემბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ია გოგოლაძე
პიარ მენეჯერი
Tel/Fax: + (995 32) 24 27 77 (1407)
+ (995) 77 29 80 58
gogoladze_i@elitelectronics.ge
www.elitelectronics.ge
საახალწლო ფოტო კონკურსი "ელიტ ელექტრონიქსისგან"
[PUBLICITY.GE] თბილისი, 22 დეკემბერი, 2010 წელი - ფოტო გამოფენა/დაჯილდოვება 23 დეკემბერს 13:30 საათზე "ელიტ ელექტრონიქსის" სათავო ოფისში (ალ. ყაზბეგის # 24 მე-3 სართული) გაიმართება.
"ელიტ ელექტრონიქსმა" და ციფრული ფოტოაპარატების მწარმოებელმა კომპანია "FUJI" -მ ერთობლივი საახალწლო ფოტოკონკურსი 9 დეკემბერიდან დაიწყო.
პროექტის ფარგლებში კომპანიამ 500-მდე ნამუშევარი მიიღო. მთავარი კრიტერიუმი ის იყო, რომ ფოტომოყვარულებს ფოტოზე ზამთრის თემატიკა ან საახალწლო განწყოფილება უნდა აესახათ.
მიღებული ფოტოები კომპანიის წარმომადგენლებმა გადაარჩიეს. რომელთა გამოფენაც 23 დეკემბერს "ელიტ ელექტრონიქსის" საგამოფენო დარბაზში გაიმართება.
ამავე დღეს "ელიტ ელექტრონიქსი" და "ფუჯი" გამოავლენენ 3 გამარჯვებულს.
I ადგილი FUJI Finepix 3D-W1 (3D ფოტოაპარატი)
II ადგილი FUJI Finepix S 1800 (ნახევრად პროფესიონალური ფოტოაპარატი)
III ადგილი FUJI A235 (სამოყვარულო ფოტოაპარატი)
გამოფენაში მონაწილე 20 ფოტოდან 3 გამარჯვებულ ფოტოს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური. პირველი ადგილის მფლობელს "ფუჯი" საჩუქრად გადასცემს 3D ფოტოაპარატს (აღსანიშნავია, რომ ეს არის "ფუჯის"ინოვაციური პროდუქტი ქართულ ბაზარზე. აღნიშნული ფოტოაპარატით, ჩვეულებრივი ფოტოების გარდა, აპარატს გააჩნია შესაძლებლობა ნებისმიერი გამოსახულება გადაიღოს 3 განზომილებაში)